რესურსები სასკოლო ღონისძიებისთვის

მოძველებული სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ

           ,,მოძველებული  სტერეოტიპები, გენდერი და ჩვენ...“-ასე  ერქვა  პროექტ-ღონისძიებას, რომელიც  ქ. ვალის  N2 საჯარო სკოლაში  გაიმართა.   ღონისძიების  ორგანიზატორები  გახლდნენ  პედაგოგები-  ირმა  ხითარიშვილი  და  ლიანა    სარიშვილი .   პროექტში  მონაწილეობდნენ  მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10  და მე-11  კლასის  მოსწავლეები. მონაწილეებმა  პროექტის  ფარგლებში  დახატეს  ქალური და მამაკაცური  პროფესიები,   დაათვალიერეს  სხვადასხვა   საგნის  სახელმძღვანელოთა  ილუსტრაციები და დაადგინეს, დაცული  იყო  თუ  არა გენდერული  ბალანსი.  მეათე  და   მეთერთმეტე  კლასელებმა    აუდიტორიას    წარუდგინეს    ესეები,   შესაბამისი  საინფორმაციო  მასალა  და  პირადი დამოკიდებულების  გამომხატველი  პლაკატები. საბაზო  საფეხურის  მოსწავლეებმა   შეისწავლეს   გენდერულ  საკითხებსა  და  ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებზე  საზოგადოების  მოსაზრებები.  თავიანთი  გამოკვლევის    შედეგები   მოსწავლეებმა  მინი-ბანერებისა და  მოკლე  რეფერატების  სახით  წარუდგინეს   მსმენელებს.  საინტერესო გახლდათ დისკუსია, რომელიც  ზოგიერთი  სტერეოტიპის  გაანალიზებას  მოჰყვა.  
    საბოლოოდ, მონაწილეები  შეთანხმდნენ, რომ; ,,სტერეოტიპები   არარეალურია, მთავარია  შედეგი!    მნიშვნელოვანია, რომ  საქმე  აკეთოს  მან,  ვისაც  ეს  კარგად  გამოსდის!  უარი  ვთქვათ  სტერეოტიპებზე  და  დავიცვათ  ერთანეთის უფლებები!“







მე-5 და მე-6  კლასის  მოსწავლეებმა   შეასრულეს შემდეგი  დავალებები:
ა) დახატეს  ქალური  და  მამაკაცური  პროფესიები;
ბ) აიღეს რომელიმე  სახელმძღვანელო, დაითვალონ  ილუსტრაციებზე  რომელი  სქესი  სჭარბობს;
გ) გამოიკვლიონ რომელიმე  ნაწარმოები. დაითვალონ  ქალი  პერსონაჟი  სჭარბობს  თუ  ქალი?

შედეგები  შემდეგნაირად გამოიყურება:
ესეც  მათი  ნახატები:














ასევე  მე-7, მე-8, მე-9    კლასის  მოსწავლეებმა  ჩაატარეს ინდივიდუალური  გამოკითხვა: ქალური  და  მამაკაცური  საქმიანობის  შესახებ  საზოგადოებაში  გავრცელებულ  სტერეოტიპებზე.





მე-10  და  მე-11 კლასის   მოსწავლეებმა  დაამუშავეს  თემა  მოძველებული  სტერეოტიპები  ქალისა  და  მამაკაცის  მოვალეობასთან  დაკავშირებით. 























Комментариев нет:

Отправить комментарий