რესურსები სასკოლო ღონისძიებისთვის

თავისუფალი გაკვეთილი

    საბუნებისმეტყველო  საგნების  შესწავლაში დიდ როლს ასრულებს  პრაქტიკული სამუშაოები, მარტივი  ექსპერიმენტები. ზოგჯერ მხოლოდ სასკოლო ექსპერიმენტებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, მიზანშეწონილია საშინაო ექსპერიმენტების ჩატარებაც. რადგან  ზოგიერთი ექსპერიმენტი  მოითხოვს გარკვეულ  დროს. ასეთი სამუშაო ხელს უწყობს ცოდნის უკეთ გააზრებას, განმტკიცებას და ექსპერიმენტული უნარების განვითარებას.   მოსწავლე  ხვდება ქიმიური რეაქციის ცნებას, სწავლობს ნივთიერებათა თვისებებსა და ყოფა-ცხოვრებაში მათ გამოყენებას
     საბედნიეროდ,  დღეს  მე-7 და მე-8  კლასის  მოსწავლეებს  მიეცათ  საშუალება მათთვის  საინტერესო  საკითხებზე იმუშაონ  დამატებით  გაკვეთილზე, სადაც არ მოხდება  მათი  შეფასება,  არ  ექნებათ  საშინაო  დავალება. მოკლედ  ყველაფერი  უნდა გააკეთონ  კლასში. 
       ჩვენი  სკოლაც  ჩაერთო  აღნიშნულ  პროექტში, მიმართულებით - მარტივი  ექსპერიმენტები. ამ ეტაპზე ჩავატარეთ  მხოლოდ  ორი  გაკვეთილი. სამწუხაროდ  არდადეგებმა  მოგვისწრო. დროებით დავემშვიდობეთ  ერთმანეთს. 
პირველი  გაკვეთილი: მოსწვლეებმა  გაიარეს  რეგისტრაცია.
გავაცანი  შეხვედრის  გეგმა.


მოსწავლეებმა  ჩამოწერეს  მათთვის  საინტერესო  საკითხები  და  დავგეგმეთ  მომდევნო გაკვეთილის  გეგმაც. 





ბოლოს  დავგეგმეთ პატარა ექსპერიმენტი: ერთჯერად  ჭიქებში  ჩავთესეთ  სხვადასხვა მცენარის  თესლები და დაველოდეთ  მათ  აღმოცენებას.



მეორე  გაკვეთილი: განვიხილეთ   მჟავას  თვისებები  სხვადასხვა ინდიკატორის  გამოყენებით. ამიტომ მოსწავლეები  დავაჯგუფე  სამად. პირველი  ჯგუფი იკვლევდა  ლაკმუსის  მოქმედებას, მეორე  ჯგუფი  იკვლევდა  მეთილნარინგის მოქმედებას, ხოლო  მესამე  ჯგუფი  ფენოლფტალეინის  მოქმედებას.
მოსწავლეებმა   გაიარეს  რეგისტრაცია.

   ვნახეთ  წინა  გაკვეთილზე  დაგეგმილი  ცდის  შედეგი. გამოიტანეს  დასკვნები: დათესვის  დროს ყურადღება უნდა  მივაქციოთ თესლის  ზომას, ნიადაგის სტრუქტურას, ჩათესვის  სიღრმეს.











ცდის  შედეგები  გადაიტანეს  ცხრილში.



მესამე  გაკვეთილი: განვაახლეთ  თავისუფალი  გაკვეთილების განხორციელება. მოსწავლეებმა მოამზადეს  პლაკატი  ინდიკატორებზე( მის შესახებ ჩვენ ცდები ჩავატარეთ  მეორე  გაკვეთილზე). 


    







       შემდეგ   დავგეგმეთ  საინტერესო  ცდა:  ,,კრისტალის  გამოზრდა". ამისათვის  შევქმენი სამი ჯგუფი. თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა  ზენაჯერი  ხსნარები: ორი შაბის  და ერთი შაბიამნის. შაბის ხსნარებიდან ერთი შევღებეთ  ყვითლად და მეორე  წითლად. თითოეულ ხსნარში  ჩაკიდეს  ძაფით პატარა  კრისტალები.















მეოთხე  გაკვეთილი: ერთი  კვირის  შემდეგ კვლავ შევიკრიბეთ. მოსწავლეებმა  მოირგეს კუთვნილი ჩაცმულობა. დაკვირვების შედეგად კრისტალები იყო გაზრდილი. ხსნარები კვლავ გავაცხელეთ, ჩავამატეთ შაბი და შაბიამანი, ცოტა შევაგრილეთ და ისევ ჩავკიდეთ  კრისტალები.






მეხუთე გაკვეთილი: ძალიან მალე გაირბინა ერთმა კვირამ და ჩვენც  შევიკრიბეთ. მოსწავლეებმა  მოირგეს  თავიანთი  ხალათები. დავგეგმეთ  საინტერესო  ცდა ,,შუქნიშნის  ფერები". წინასწარ მოვამზადე საჭირო  რესურსები, თაბახის ფურცელზე გავაკეთე  ცხრილი  ცდის  ოქმის  ჩასაწერად.მოსწავლეებმა ეტაპობრივად  შეავსეს იგი. მოსწავლეები  გავყავი ორ ჯგუფად. მოზრდილ ჭიქაში  ჩაასხეს წყალი, რომელიც ერთმა ჯგუფმა შეღება ლურჯად, ხოლო მეორე ჯგუფმა შეღება მწვანედ. 




შემდეგ  მიღებულ  ხსნარს  დაასხეს  ზეთი.
 ზეთი მოექცა  წყლის  ზემოთ. მოსწავლეებმა ახსნეს, რომ ეს მოხდა სხვადასხვა სიმკვრივის  გამო. შემდეგ სხვა ჭიქაში ჩაასხეს სპირტი  და  შეღებეს. ერთმა ჯგუფმა წითლად, მეორე ჯგუფმა იასამნისფრად. მიღებული მასა ფრთხილად ჩაასხეს საწყის  ჭიქაში. მივიღეთ  სამ  შრიანი ძალიან  ლამაზი  სითხე.






 თითოეულ ჭიქაში  ჩააგდეს აცც-ს შუშხუნა ტაბლეტები. სხვადასხვა ფერის  ბუშტუკებმა დაიწყეს მოძრაობა ზემოთ და ქვემოთ. მშვენიერი სანახაობა გამოვიდა.










მეექვსე  გაკვეთილი: კვლავ  შევიკრიბეთ  მორიგი  გაკვეთილის  ჩასატარებლად. ამჯერად  დავაკვირდით  ატმოსფერული  წნევის  ზემოქმედებას სითხეზე. მოსწავლეებმა  ხალისით  კვლავ  მოირგეს  ხალათები. ისინი  გავანაწილე  ორ  ჯგუფში. გამოვყავით  ორი  მოსწავლე, რომელიც ეტაპობრივად  შეავსებდა  ცდის  ოქმს. 
     დიდ  მინის  ჭურჭელში  ჩაასხეს  წყალი. ერთმა ჯგუფმა  საღებავით  შეღება  წითლად, ხოლო მეორე ჯგუფმა  ლურჯად.




 შემდეგ აანთეს   სანთელი  და  მიამაგრეს ბოთლის სახურავს.


შემდეგ  ფრთხილად დადეს ფერადი  სითხის  ზედაპირზე. 


 ზემოდან დაახურეს  მინის  ჭიქა. ცოტა ხნის  შემდეგ  სანთელი  ჩაქრა და წყალმა  დაიწყო  ჭიქაში  შესვლა. მათ მოეწონათ ექსპერიმენტი, ამიტომ    რამდენჯერმე  გაიმეორეს  ცდა. ბოლოს ახსნეს, რომ  აღნიშნული  პროცესი  განხორციელდა  ატმოსფერული  წნევის  ზეგავლენით, რადგან ჭიქაში  სანთლის  წვისას  შემცირდა  აირის მოცულობა. ძალიან  ლამაზი  სანახაობა  გამოვიდა.















მეშვიდე  გაკვეთილი: კვლავ  შევიკრიბეთ, მოემზადნენ  მოსწავლეები  ცდის  ჩასატარებლად. ისინი  გადანაწილდნენ  ორ  ჯგუფში. გამოვყავით  ორი მოსწავლე  ცდის  ოქმის  შესავსაბად. აიღეს მინის  ორი  განიერპირიანი  ბოთლი. გაფრცქვნეს  კვერცხი, ზემოდან   წაუსვეს  ზეთი.



შემდეგ ასანთით  ცეცხლი  წაუკიდეს  ქაღალდს  და  ანთებული  ქაღალდი  ჩააგდეს  ბოთლში. ბოთლს  ზემოდან  დაადეს  კვერცხი. კვერცხმა  მალევე  დაიწყო  ქვემოთ  მოძრაობა  და  ბოთლში  ჩავარდა. ეს  ყველაფერი  ძალიან  სწარფად  მოხდა. მოსწავლეებმა  გააკეთეს  შესაბამისი  დასკვნები. ანთებულმა  ქაღალდმა გამოლია ჟანგბადი, რის  შემდეგაც კვერცხის  ჩავარდნა მოხდა  ატმოსფერული  წნევის  ზეგავლენით.  კარგი  სანახაობა  გამოგვივიდა.





 ბოლოს  დავაყენეთ  ცდა  მომავალი  შეხვედრისთვის. ავიღეთ  ჭიქა. ჩავდეთ  შიგ  მოუხარშავი  კვერცხი დავასხით  ძმარი, ისე რომ  კვერცხი  დაიფაროს. ზემოდან  დავადეთ  ქაღალდი, რათა ძმარი  არ  აქროლებულიყო. ვნახოთ  შედეგი  მომავალი  შეხვედრისთვის.


 




მერვე  გაკვეთილი: კვლავ    შევიკრიბეთ  მორიგი  ცდების  ჩასატარებლად. მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. მოსწავლეები  გადანაწილდნენ  ორ ჯგუფში. თავდაპირველად  დავაკვირდით  ძმარში  ჩაგდებული  კვერცხის  მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ მოხდა ქიმიური  რეაქცია, რის  შედეგად  ნაჭუჭი    მთლიანად   გაიხსნა ძმარში.   გამოჩნდა  ყვითრი,  რომლის  გარშემოც  ცილა იყო  მოთავსებული. ანუ  კვერცხი  გახდა  გამჭვირვალე.

ცდა: ავიღეთ  კოლბა,  ჩავასხით  წყალი, ჩავყარეთ  კაუსტიკური  სოდა. შევანჯღრიეთ, შემდეგ  დავამატეთ  შაქარი, მოვურიეთ. ცალკე  პატარა ჭიქაში ჩავასხით  წყალი და მასში  გავხსენით მარგანცოვკა (KMnO4 ). ხსნარი შეფარადდა  იისფრად. მოცემული  ხსნარი  დავასხით  საწყის  ხსნარს.  ხსნარმა  ფერი  შეიცვალა. მივიღეთ ჯერ მომწვანო, შემდეგ კი  ყავისფერი  შეფერილობის  ხსნარი.  მოსწავლეებმა  შეავსეს  ცდის  ოქმი.


















მეცხრე  გაკვეთილი: მალე  გავიდა  რამდენიმე  დღე და მოსწავლეები კვლავ  შევხვდით  ერთმანეთს  მორიგი  ცდის  ჩასატარებლად. რაც დრო  გადის მათ  უფრო  აინტერესებთ  ნეტა  რა  სიურპრიზი  ელოდებათ. ამიტომ  ერთი  სული აქვთ  როდის  მოვა  მორიგი  გაკვეთილი. ამჯერად  გავაკეთეთ  ორი ცდა: ვერცხლის  ქლორიდის  ნალექის  მიღება და ,,სპილოს  ხორთუმი". ავიღეთ  სინჯარა, მასში  ჩავყარეთ  სუფრის  მარილი  და დავასხით ცოტაოდენი წყალი. მოვურიეთ და დაველოდეთ  მარილის  გახსნას. შემდეგ  დავასხით ვერცხლის  ნიტრატის  ხსნარი. მოხდა ქიმიური  რეაქცია,  მივიღეთ თეთრი ნალექი. 
    მეორე  ცდისთვის კვლავ ავიღეთ  სინჯარა, მასში  ჩავასხით  წყალბადის  ზეჟანგი. დავასხით  ცოტაოდენი  ჭურჭლის  სარეცხი  საშუალება, მინის  წკირით  კარგად  მოვურიეთ. ცალკე  სხვა  სინჯარაში  ჩავყარეთ  კალიუმის  იოდიდი, დავასხით  წყალი  და  მოვურიეთ. როცა  მარილი  კარგად  გაიხსნა, დავასხით  საწყის  ხსნარს. ცოტა  ხანში მოხდა  ქიმიური  რეაქცია  და  სინჯარიდან  დადმოიღვარა  ქაფი. ლამაზი  სანახაობა  გამოგვივიდა. 























მეათე  გაკვეთილი: მალე  გაირბინა  დრომ  და  განვაახლეთ  ჩვენი  მეცადინეობა. ამჯერად  შევეცადეთ  შებერვის  გარეშე  ჩაგვექრო  სანთლები. ამისათვის  ავიღეთ  სინჯარა, ჩავასხით  ძმარი. მოვუკიდეთ  ასანთი  სამ  სანთელს. შემდეგ  ძმრიან  სინჯარაში  ჩავყარეთ  საჭმელი  სოდა. მოხდა  ქიმიური  რეაქცია, გამოიყო  აირი, რომელმაც  მალევე  ჩააქრო  სამივე  სანთელი. ეს  აირი  იყო  ნახშირირჟანგი, რომელიც  წვას ხელს  უშლის. მოსწავლეებს  მოეწონათ  ცდა და რამდენჯერმე  გაიმეორეს. ბოლოს  გავაფორმეთ  ცდის  ოქმი.





მეთერთმეტე  გაკვეთილი: დიდი მოლოდინის  შემდეგ დადგა  ნანატრი დღე, მოვემზადეთ  მორიგი  ახალი  ცდის  ჩასატარებლად. ამჯერად  მოვინდომეთ  სითხეზე  ხატვა. ამისათვის  ავიღეთ  ფართო  ზომის  მინის  ჭურჭელი  და  ჩავასხით  ცხიმიანი  აუდუღარი  რძე. 

 ცალკე სამ პატარა  ჭიქაში  გავხსენით  სამი  სხვადასხვა ფერი ( ყვითელი, ლურჯი  და მწვანე). შპრიცის საშუალებით  ამოვიღეთ  და  დავაწვეთეთ  რძეზე.



 შემდეგ  ავიღეთ  ყურის  ჩხირები, დავასველეთ  ჭურჭლის  სარეცხ საშუალება -  ,,ფეირში" და  დავადეთ  საღებავებს  ზემოდან. თითოეული  რგოლი  გაიშალა  და  ძალიან  ლამაზი  ნახატი  გამოგვივიდა. მოსწავლეებმა  თავიანთი  ინერპრეტაციით  კიდევ  უფრო  გაამრავალფეროვნეს  ნახატი. ისინი აღფრთოვანებული  იყვნენ  თავიანთი  ნამუშევრით.





ბოლოს  გავამზადეთ  მასალა  მომდევნო  გაკვეთილისათვის. ავიღეთ პენოპლასტის  პატარა ნაჭერი, დავჭერით  თხელ ნაჭრებად და  შევღებეთ  სხვადასხვა  ფერით. გავაფორმეთ  ცდის ოქმი.











მეთორმეტე  გაკვეთილი: კვლავ შევხვდით ერთმანეთს  მორიგი ცდის ჩასატარებლად. ავიღეთ  პატარა ჭიქა, ჩავასხით  აცეტონი. პინცეტით  დავიჭირეთ პენოპლასტის  შეღებილი  ფირფიტები. ისინი   გავამზადეთ  წინა  გაკვეთილზე. შემდეგ   ნელ-ნელა    ჩავუშვით  აცეტონიან  ჭიქაში. მოხდა  ქიმიური  რეაქცია, რის შედეგადაც შეღებილი  ფირფიტები  თანდათანობით  გაიხსნა  აცეტონში. საინტერესო  ცდა გამოვიდა, რადგან სითხესთან  შეხებისთანავე   იწყებდა  პენოპლასტი  გახსნას.



მეცამეტე  გაკვეთილი: კვლავ  შევიკრიბეთ. ამჯერად  როდინში  ჩავყარეთ  ყვითელი მიწა, მოვაწუწეთ  სამედიცინო  სპირტი. ცალკე, პატარა   ჭიქაში  შევურიეთ  ერთმანეთს  4:1 შეფარდებით  შაქრის  პუდრა და სასმელი  სოდა. მოვათავსეთ  მიწაზე და წავუკიდეთ ასანთი. სპირტს ცეცხლი  მოეკიდა  და  შაქარმა იწყო დნობა.  ცოტა ხანში  პატარა  ,,გველები" ამოიზარდა. გავაფორმეთ  ოქმი. ლამაზი სანახაობა გამოვიდა.








 




მეთოთხმეტე  გაკვეთილი:  კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ამჯერად  ავიღეთ მინის ჭიქა, ჩავასხით შიგ 1: 1  პროპორციით  სპირტი  და  გამოხდილი წყალი. დავასველეთ  ფულის კუპიურა და წავუკიდეთ  ცეცხლი. ფულს ცეცხლი სწარაფად წაეკიდა მაგრამ არ დაიწვა. საინტერესო სანახავი  იყო  წვის პროცესი. მოსწავლეებმა  რამდენჯერმე  გაიმეორეს  ცდა. გავაანალიზეთ  მიმდინარე  პროცესი და  დავწრეთ  ოქმი.




მეთხუთმეტე  გაკვეთილი: ჩვენი  მორიგი  გაკვეთილი  დავიწყეთ   საინტერესო  ცდის ჩატარებით. ამჯერად ტუტეების  თვისებითი  რეაქცია ჩავატარეთ. ამისათვის ავიღეთ  პეტრის  ჯამი, ჩავასხით  წყალი. ჩავაწვეთეთ  ინდიკატორი  ფენოლფტალეინი. ხსნარი  ცოტა აიმღვრა, შემდეგ  კი  ისევ  გამწვირვალე  გახდა. მიღებულ  ხსნარში  ჩავაგდეთ  მეტალ  ნატრიუმის  პატარა  ნაწილაკი. მოხდა ქიმიური რეაქცია, ნატრიუმმა  დაიწყო  სირბილი  წყლის  გარშემო, თან  ხსნარიც  გაწილთდა. მორბენალ ნატრიუმს მოვარგეთ ზემოდან   ძაბრი, რის შედეგადაც გამოიყო აირი  ძაბრის  მილში. შემდეგ  წავუკიდეთ  ცეცხლი. გამოყოფილმა  წყალბადმა  დაიწყო  წვა.  ლამაზი  სანახაობა  გამოვიდა. გავაფორმეთ  ცდის  ოქმი.



მიღებული  წითელი  ხსნარი  გადმოვიღეთ  სხვა სინჯარაში. მას დავუმატეთ ცოტაოდენი  მარილმჟავას  ხსნარი. მჟავამ  ტუტე გაანეიტრალა  და  ხსნარი  გაუფერულდა. ახლად მიღებული უფერო  ხსნარი  ჩავასხით  ძირითად  პეტრის ჯამში. წითელი  ხსნარი  მორევის შედეგად  გაუფერულდა.  შვენიერი  სანახაობა  გამოვიდა.

 

მეთექვსმეტე  გაკვეთილი: ვაგრძელებთ  ცდების  ჩატარებას. მორიგი  ცდა  არანაკლებ  საინტერესო  გამოვიდა.  ავიღეთ თეთრი  სანთელი და  მოვუკიდეთ ასანთი. ასანთი  დავტოვეთ  ცეცხლმოკიდებული. სანთელს   შევუბერეთ, წარმოიქმნა  ბოლი, რომელთანაც  ანთებული ასანთის  მიტანისას, სანთელს  კვლავ  ცეცხლი  ეკიდებოდა. მოსწავლეებს  ძალიან მოეწონათ  აღნიშნული  პროცესი  და  ცდა რამდენჯერმე  გაიმეორეს.

                               

 გავაკეთეთ  მეორე  ცდაც. თეთრ  სანთელს  გავუყარეთ  შუაზე   რკინის  მავთული. წავუკიდეთ  ცეცხლი სანთლის  ორივე  მხარეს. მავთული  განვათავსეთ  ორ  ჭიქაზე. ანთებულმა სანთელმა  დაიწყო  გარშემო  მოძრაობა. მშვენიერი  სანახაობა გამოვიდა. გავაფორმეთ  ცდის  ოქმი.



მეჩვიდმეტე  გაკვეთილი: კვლავ ვაგრძელებთ  საინტერესო და სახალისო  ცდების  ჩატარებას. მოსწავლეებმა დღეს წყენით  მითხრეს: მასწავლებელო  მალე  დავამთავრეთ  თავისუფალ გაკვეთილებს? ძალიან მოსწაონთ ეს პროექტი. სულ რამოდენიმე გაკვეთილი დაგვრჩა. 
      პირველ  ცდაში  შევეცადეთ  ნემსი  გაგვეჩერებინა წყლის ზედაპირზე. ამისათვის ავიღეთ  ხელსახოცის პატარა ნაწილი, მოვათავსეთ  ზედ  ნემსი და ფრთხილად  დავდეთ  წყლის  ზედაპირზე. ხელსახოცი  დასველდა, შემდეგ  ფრთხილად  წკირით  მოვაცილეთ  ხელსახოცი ნემსს. ნემსი არ ჩაძირულა. დაიწყო  ტივტივი  წყლის  ზედაპირზე. აღნიშნული  ცდა შეგვიძლია ავხსნათ იმით, რომ  წყალს  გააჩნია ზედაპირული დაჭიმულობა. სწორედ  მის გამო  ზედაპირზე  გაჩერდა  ნემსი.


    მეორე  ცდისთვის  ავიღეთ  განიერპირიანი  მინის  ბოთლი, შევავსეთ  ბოლომდე  წყლით. ზემოდან  დავადეთ  პინგ-პონგის ბურთულა, ოდნავ  ხელით  დავაწექით. ბოთლი გადმოვატრიალეთ. ბურთი არ გადმოვარდა და არც წყალი გადმოიღვარა. გავაანალიზეთ  პროცესი. ბურთულის დაწოლით გამოიდევნა ჰაერი, რის შედეგადაც  ბურთი  მიეკრო  წყალს.   


    ჩავატარეთ  მესამე  ცდაც. გაბერეს  ბუშტი. ავადუღეთ  წყალი. ორ პატარა  ჭიქაში ჩავასხით  მდუღარე  წყალი, მალევე გადმოვასხით  და  ცხელი  ჭიქები  მივადეთ  გაბერილ  ბუშტს  საპირისპირო  მხარეს. დავასხით ცივი  წყალი. ცოტა ხანში  ჭიქები  მიეკრო  ბუშტს. ავხსენით   მიღებული  ცდის  შედეგი. ცხელ  ჭიქაში  ჰაერი  გაფართოვდა და  ბუშტზე  მიდებისას  გაუხშოვდა, ცივი  წყალი  რომ  გადავასხით  ჰაერი  ისევ  შეიკუმშა და  მიიზიდა  ბუშტი.  კარგი  სანახაობა  გამოგვივიდა.


მეთვრამეტე  გაკვეთილი:გრძელდება  მორიგი  თავისუფალი  გაკვეთილების  ციკლი. ამჯერად  ავიღეთ  პლასტმასის  ბოთლი, ნემსის  საშუალებით  გავხვრიტეთ,  ჩავასხით  წყალი. შალის  ნაჭერზე  კალამი  დავმუხტეთ  და  მივუახლოვეთ  ბოთლიდან  გადმოღვრილ  წყალს. წყალმა  იგი  განიზიდა.

   მეორე  ცდისთთვის  სინჯარაში  ჩავასხით  მარილმჟავა, დავამატეთ  მეთილნარინჯი, რის შედეგადაც  ხსნარი  გაწითლდა. მიღებულ  ხსნარში  ჩავყარეთ  კალციუმის  ოქსიდი, შევანჯღრიეთ. ხსნარმა ფერი  შეიცვალა. მიღებული  ხსნარი გადმოვასხით პატარა  ფაიფურის  როდინში და ამოვაშრეთ  სპირტქურის  ალზე.  მივიღეთ  კალციუმის  ქლორიდის  თეთრი  ნალექი.



   მესამე  ცდისთვის  ავიღეთ ჭიქა, ჩავასხით  გლუკოზა, შემდეგ  ნატრიუმის  ტუტე, მოვურიეთ. პატარა კოვზით  ჩავყარეთ მიღებულ  ხსნარში  ნამცხვრის  ლურჯი  ფერი. იგი  თანდათანობით  გაიხსნა. მივიღეთ  წითელი  ფერის  ხსნარი. როცა გადავასხით  სხვა  ჭიქაში  ხსნარი  გამწვანდა, გაყვითლდა, ბოლოს ისევ  გაწითლდა. მოკლეთ  მივიღეთ შუქნიშნის  ფერები.



    მეოთხე  ცდისთვის  მოვამზადეთ  ხუთი  ჭიქა, ჩავასხით თითოეულში  წყალი. პირველი, მესამე  და  მეხუთე ჭიქაში  წყალი  შევღებეთ  ლურჯად, წითლად და  ყვითლად.ცალკე ავიღეთ  ხელსახოცი,  გადავკეცეთ  და  დავაკავშირეთ მისი საშუალებით  ჭიქები  ერთმანეთთან. ხელსახოცი  დასველდა  და  სითხემ  იწყო  სვლა. ამ  ცდის  შედეგს ველოდებით  მომდევნო  დღისთვის. საერთო  ჯამში  მშვენიერი  გაკვეთილი  გამოგვივიდა.
 



მეცხრამეტე  გაკვეთილი: დავაკვირდით  წინა დღეს მომზადებული  ცდის  შედეგს. მოხდა ის, რომ  ხელსახოცის  საშუალებით  ფერადი  სითხე გადავიდა  გვერდით  ჭიქებში. მშენიერი ფერთა გამა  გამოიხატა.

    შემდეგი  ცდისთვის  ავიღეთ  კალიუმის პერმანგანატის ფხვნილი. მოვათავსეთ  ფაიფურის  ჯამში  კონუსივით. მოვაწუწეთ ზემოდან 2-3 წვეთი  გლიცერინი. გლიცერინმა დაიწყო  აალება, გამოიყო ნახშირორჟანგი  და  წყალი. ავღწერეთ მიმდინარე  პროცესი. კალიუმის პერმანგანატი  ძლიერი მჟანგავია. კერამიკულ  ჯამში  წარმოიქმნა  მწვანე ფერის  ფხვნილი.



მეოცე  გაკვეთილი: მივაღწიეთ   კულმინაციას. დღეს ბოლო გაკვეთილი გვაქვს  თავისუფალი  გაკვეთილების  ციკლიდან. გადავწყვიტე ცოტა განსხვავებული  ცდა ჩამეტარებინა. პირველი  ცდისთვის  ავიღეთ  მინის მოზრდილი  ჭურჭელი, ჩავასხით  წყალი  და  ბლომად  ჭურჭლის  სარეცხი  საშუალება. ავიღეთ  სანთებელის   ჩასატუმბი  ბალონი  და  ჩავუშვით  წყალში. წარმოიქმნა  ბუშტუკები  დიდი  რაოდენობით. ბუშტუკები  მოვხსენით  ხელით და  წავუკიდეთ  ცეცხლი. ხელს     ცეცხლი  ეკიდებოდა, მაგრამ არ დაგვეწვა. როცა აირი გამოილია ცეცხლიც ჩაქრა. ეს იყო  ,,ქიმიური  ცეცხლი“.
    მეორე  ცდისთვის  ავიღეთ  ბრტყელძირა  კოლბა. ჩავასხით  გლუკოზა. დავამატეთ  კალიუმის ტუტე  გასატუტიანებლად. შემდეგ  მეთილის ლურჯი. მივიღეთ  მოყვითალო  სითხე. შევანჯღრიეთ, გავამდიდრეთ  ჟანგბადით. ხსნარი გალურჯდა. დაყოვნების შემდეგ  ისევ გაუფერულდა, შენჯღრევისას  ისევ  გალურჯდა. მოკლედ  ლამაზი  ცდები  გამოგვივიდა.
    ამით  დავასრულეთ  თავისუფალი  გაკვეთილების ჩატარება. საინტერესო  იყო მათთან  გატარებული  თითოეული დღე - ხალისიანი, მხიარული და ნაყოფიერი. ჩვენი  თითოეული  გაკვეთილის  ამსახველი  ფოტო-მასალა  განვათავსე  ბლოგზე. 







2 комментария:

  1. ეს გაკვეთილები დაუვიწყარი იყო ჩემი შვილისათვის , მადლობა ირმა მასწავლებელო!💝💝

    ОтветитьУдалить
  2. ყოველთვის აქტიური და შემართებული ბრძანდები!წარმატებები , ირმა!💚💚💚

    ОтветитьУдалить