პროექტი - 2021-2022 წელი
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება |
,,პირბადეს აქვს პლიუსი, დაიმონა
ვირუსი“ |
საგნობრივი ინტეგრაცია |
ბიოლოგია |
პროექტში მონაწილეები (სამიზნე ჯგუფი- საფეხური/კლასი) |
საბაზო-საშუალო |
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა |
5 საათი |
პროექტის აქტუალობა |
2019 წლის კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებამ ადამიანებში
შიში და გაურკვევლობა გამოიწვია. ქვეყნები დაავადების გავრცელების შენელებისთვის
იბრძვიან - პაციენტების ტესტირებით და მკურნალობით, ამ აფეთქებამ შეგვახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის
დაცვა, პირბადის ტარება და ვაქცინები. დაგვანახა, რომ როდესაც
დაავადებისათვის არსებობს ვაქცინა, საჭიროა გრაფიკის მიხედვით ავცრათ ბავშვები და
თავადაც უნდა ავიცრათ. ვაქცინებით უზრუნველყოფილი დაცვის გარეშე, დაავადებები შეიძლება
სწრაფად გავრცელდეს და საშინელი შედეგები გამოიწვიოს. ბევრს ეშინია
აცრის. ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ პროექტის
განხორციელებით, მცირე წვლილი შევიტანოთ
მოსწავლეების ინფორმირებულობაში.
|
პროექტის საბოლოო პროდუქტი |
ელექტრული წიგნის- ,,პირბადეს აქვს
პლიუსი, დაიმონა ვირუსი“ მომზადება COVID-19- თან ბრძოლის წარმოსაჩენად. |
პროექტის საკვანძო შეკითხვა
|
·
რა არის კორონავირუსი
და რას ნიშნავს პანდემია? ·
როგორ ავიცილოთ ინფიცირების რისკი? ·
რა ტიპის პირბადეები შეიძლება გამოვიყენოთ? ·
როგორ მოქმედებს ვაქცინა? (ინტერვიუ ექიმთან).
|
პროექტის მოსალოდნელი შედეგები |
მოსწავლეები გაიაზრებენ: ·
პირადი ჰიგიენის
დაცვის აუცილებლობას; ·
პირბადის სწორად
გაკეთების და ტარების აუცილებლობას. ·
ვაქცინაციის აუცილებლობას. |
პროექტის აქტივობები და სამუშაო მასალები
|
·
პროექტის არსის გაცნობა და როლების გადანაწილება; ·
შეხვედრა I
ფოკუს ჯგუფთან; ·
შეხვედრა II ფოკუს ჯგუფთან; ·
•შეხვედრა III ფოკუს ჯგუფთან; ·
ელექტრული წიგნის შექმნა.
|
გამოყენებული რესურსები |
·
ფლიფჩარტი; ·
კალამი; ·
რვეული; ·
კომპიუტერი.
|
სასარგებლო ბმულები:
https://uni.cf/3Fk8zho - ვაქცინაცია
https://uni.cf/3wNIa8p
- პირბადე
https://uni.cf/3ngk57h
- კორონა ვირუსი
ა ნ გ ა რ ი შ ი
გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ უ ლ ი ს ა
ქ მ ი ა ნ ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ
მოგახსენებთ, რომ საბუნებისმეტყველო
კათედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
„ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში („სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“
ქვეპროგრამა-პროგრამის კოდი 32 02 12 01) მიმდინარე პროექტში „დემოკრატიული სკოლა“
წარმოდგენილი იყო აქტივობით - ელექტრული წიგნი ,,პირბადეს აქვს პლიუსი, დაიმონა ვირუსი“.
აღნიშნული აქტივობა, რომელიც 5 საკონტაქტო საათს მოიცავდა დეკემბრის თვეში განხორციელდა.
იქამდე კი ნოემბრის თვეში პროექტის კოორდინატორთან
და სამუშაო ჯგუფთან ერთად გაიწერა აქტივობების განხორციელების კონკრეტული ვადები (დეკემბრის
თვე) და
პროექტის
წარმოდგენის ფორმა (ე. წ შაბლონი). ნოემბრის პირველი ორი
კვირის განმავლობაში თითოეული კათედრიდან
პროექტში ჩართვის მსურველმა პედაგოგმა
შევქმენით და წარმოვადგინეთ აქტივობა/კომპლექსურ დავალება, რომელიც პროექტის მიზნიდან
გამომდინარეობდა, (ამასთან, მოთხოვნის შესაბამისად, შესათავაზებელი ყველა აქტივობა საინტერესო, სახალისო და სამიზნე
მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფის თავისებურებებსა
და ინტერესს იყო მორგებული). მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლო კვირას მოსწავლეთა
თვითმმართველობამ უზრუნველყო ობიექტური და
გამჭვირვალე არჩევნების გზით იმ 6 აქტივობის გამოვლენა (კათედრიდან თითო) რომლის განხორციელებაც
სურდა პროექტის სამიზნე მოსწავლეების ჯგუფს გადავედით უშუალოდ აქტივობის განხორციელების
ძირითად ეტაპზე, რომელიც პროექტის განაცხადისა
და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების
მიხედვით მოიცავდა 5 (ხუთი)საკონტაქტო საათს.
I შეხვედრა: წინასწარ შევარჩიე მოსწავლეები
მეცხრე და მეათე კლასიდან. პირველი შეხვედრა განხორციელდა სკოლაში 1 დეკემბერს. მონაწილეებს გავაცანი
პროექტის არსი და გავუნაწილე როლები. შევქმენი
სამი ფოკუს ჯგუფი.
პირველი ფოკუს ჯგუფის დავალება იყო:
• რა არის
კორონავირუსი და რას ნიშნავს პანდემია?
მეორე ფოკუს ჯგუფის დავალება იყო:
• როგორ ავიცილოთ
ინფიცირების რისკი?
მესამე ფოკუს ჯგუფის დავალება იყო:
• რა ტიპის
პირბადეები შეიძლება გამოვიყენოთ?
• როგორ მოქმედებს
ვაქცინა? (ინტერვიუ ექიმთან).
II შეხვედრა: 6 დეკემბერს მოხდა შეხვედრა პირველ ფოკუს ჯგუფთან. მათი განსახილველი თემა იყო: რა არის კორონავირუსი და რას ნიშნავს პანდემია? მონაწილეებმა მოამზადეს როგორც
ფოტო, ასევე საინფორმაციო მასალები, რომელიც გადავიტანეთ ელექტრულ წიგნში.
III შეხვედრა: 10 დეკემბერს მქონდა შეხვედრა მეორე ფოკუს ჯგუფთან.
მათი თემა იყო:
როგორ ავიცილოთ ინფიცირების რისკი? მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი
მასალები გადავარჩიეთ და საუკეთესო ვარიანტები მოვათავსეთ ელექტრულ წიგნში.
IV შეხვედრა: 14 დეკემბერს შევხვდი მესამე ფოკუს ჯგუფის წევრებს. მათი დავალება იყო: 1. რა ტიპის პირბადეები შეიძლება გამოვიყენოთ? 2. როგორ მოქმედებს ვაქცინა? (ინტერვიუ
ექიმთან). გადაირჩა საინტერესო ფოტო - მასალა და განვათავსეთ ელექტრულ წიგნში.
V შეხვედრა: 16 დეკემბერს შევხვდი ყველა მონაწილეს.
მათ მიერ შექმნილი ელექტრული წიგნი გავახმოვანეთ, პატარა კორექტირება შევიტანეთ
და დავასრულეთ ელექტრული წიგნის შექმნა. ბოლოს მოვახდინეთ მისი პრეზენტაცია.
დამატებით მოგახსენებთ, რომ ჩემ მიერ განხორციელებულ
აქტივობაში სულ ჩართული იყო 11 მოსწავლე.
ასევე გიგზავნით პროექტის განაცხადს და განხორციელების
ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალას.
https://read.bookcreator.com/RDlOip7EvJuZCXpFJ2YP2rsg_9a8xLfzyoNQU4FHDbQ/0FaA8jACQJebdHw8BMUPyQ
Комментариев нет:
Отправить комментарий