რესურსები სასკოლო ღონისძიებისთვის

,,სწავლა კეთებით"



        ჯონ დიუი თვლიდა, რომ განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არაფაქტების დამახსოვრებას. მისი მთავარი სლოგანია ,,სწავლა კეთებით“. დიუის სქემის მიხედვით, სწავლის ეტაპებია: პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების საფუძველზე, საუკეთესო გზის გამოცდა. „სწავლა კეთებითსაბუნებისმეტყველო საგნების პრიორიტეტია. ფაქტობრივი ცოდნის ზრდა ორგანულად უნდა დავუკავშიროთ თემის შინაარსიდან გამომდინარე ექსპერიმენტებისა და კვლევების დაგეგმვაგანხორციელებას, რაც ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და დადებითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე. სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით ბუნება/ ბიოლოგიაში გათვალისწინებული საკითხები საინტერესოდ უკავშირდება ცდების, ექსპერიმენტების, დაკვირვებისა და კვლევის ჩატარების აუცილებლობას. სახელმძღვანელოებში დეტალურადაა ახსნილი მკაფიო ინსტრუქციები  მათი განხორციელებისათვის. ამ რეალობის გათვალისწინებით შესაბამის კლასებში, სკოლაში არსებული რესურსების გამოყენებით დაიგეგმა და სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები.  

        სწავლაკეთებით მიდგომის უპირატესობებია:

v  მოსწავლე ჩართულია სწავლასწავლების პროცესში;

v  ახორციელებს პრაქტიკულ და კვლევით აქტივობებს;

v  აფასებს საკუთარ თავს, რაც ეხმარება აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში;
       2022 წლის  13 ოქტომბერში მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ქიმიური რეაქცია სოდისა და ძმრის მოქმედებით. 

    2022 წლის 10 ოქტომბერს მე-7 კლასის მოსწავლის- ნატა ციკოლიას მიერ შესრუებული ნახატი მიკროსკოპის აგებულების შესახებ.
 2022  ოქტომბრის თვეში  მე-6 კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული კვლევა: აღმონაცენის ზრდა, ხახვის განვითარება დაბალ და მაღალ ტემპერატურაზე.

 
 

 
მარტივი ექსპერიმენტი  ნივთიერებათა თვისებებზე:
 

  


         2022  წლის 3 ოქტომბერს, მე-6 კლასში განხორციელდა საინტერესო აქტივობა. გაკვეთილის თემა იყო: მოდელირება. მასწავლებელს წინასწარ ჰქონდა მომზადებული რესურსი(სხვადასხვა ცხოველის ფოტოები, დანაწევრებული იყო რამდენიმე ნაწილად). კლასი გაიყო სამ ჯგუფად, მათ დაურიგდათ მასალა, რის შემდეგაც ძალიან მარტივად მოახერხეს ნაწილებისაგან მთლიანი ფოტოს აღდგენა. პროცესი სახლისო აღმოჩნდა.
  
  


 

 

   

      2022 წლის 30 სექტემბერს, მე-5 კლასში მოვახდინეთ სახამებლისა და ცხიმის  აღმოჩენა მარტივი ცდით.
                      
უფორმო სხეულის მოცულობის განსაზღვრა:
 
2022 წელს მე-6 კლასში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი: სტიქიური მოვლენები. მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ შესაბამისი რესურსები და მასალები, იმუშავეს ჯგუფებში, შეაფასეს ერთმანეთი. 










    2022 წელს მე-5 კლასში ჩატარდა  გაკვეთილი:,, მოსწავლე მასწავლებელი". მოსწავლეებმა ძალიან კარგად მოირგეს მასწავლებლის როლი, წინასწარ მოემზადნენ სათანადოდ, წარმოდგენილი ჰქონდათ საინტერესო აქტივობები შესაბამისი რესურსებით. 






მე-5  კლასის  მოსწავლეთა ნამუშევრები: (2018-2019 წელი)




 


  მე- 8 კლასის  მოსწავლეებმა შექმნეს ფილტვის მოდელი და გაზომეს ფილტვის სასუნთქი მოცულობა და სასიცოცხლო ტევადობა. (2018-2019 წელი)














ფაზლი: წინარე  ცოდნის გააქტიურება, წონასწორობის ორგანო.

მე-6 კლასის  მოსწავლეების შეხედულებები ,,კეთებით სწავლებაზე". (2018-2019 წელი)


მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო ცდები ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის აღმოენის შესახებ: (2019-2020 წელი, ოქტომბერი). დავწვით კალიუმის სპერმანგანატი და დავაკვირდით სინჯარაში ჟანგბადის ბუშტუკების გამოყოფას, ასევე მოვამზადეთ კირიანი წყალი. მასში ჩაბერეს ამონასუნთქი ჰაერი, რის შედეგადაც აიმღვრა კირიანი წყალი, რაც მიუთითებს ამონასუნთქ ჰაერში ნახშირორჟანგის არსებობას.


 მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს კვლევა: რა ზეგავლენას ახდენს სინათლე აღმონაცენის ზრდა განვითარებაზე.(2019-2020 წელი, ოქტომბერი)













  
ორკვირიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ სინჯარები, რომლებიც შეღებილი გვქონდა-აღმონაცენი არ აღმოცენდა, ხოლო საკონტროლო სინჯარებში აღმონაცენი კარგად აღმოცენდა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს დროებითი პრეპარატი და დააკვირდნენ მიკროსკოპში მცენარეული და ცხოველური უჯრედების აგებულებას. (2019-2020 წელი, ოქტომბერი)

  მომდევნო გაკვეთილზე აღმოაჩინეს მცენარეტა თესლრბში ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. (წყალი, ცხიმი და სახამებელი)



 



 შედეგები წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.



მე-6 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებთან დაკავშირებით ჩაატარეს ცდები.კერძოდ გაბერეს ბუშტი სოდისა და ძმრის ურთიერთქმედების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის საშუალებით, გახსნეს შაქარი წყალში და ააორთქლეს სპირტქურის ალზე, დაწვეს შაქარი და დაამზადეს მარმელადი. მოკლედ ძალიან იხალისეს...(2019-2020 წელი, ოქტომბერი).















Комментариев нет:

Отправить комментарий