რესურსები სასკოლო ღონისძიებისთვის

საწრეო მუშაობა

   სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ქ. ვალის 2 საჯარო სკოლაში იწყებს  ფუნქციონირებას საბუნებისმეტყველო მიმართულებით წრე, სახელწოდებით  ,,ჩვენი  გარემო". წრეზე  დაიშვებიან  მე-5 და  მე-6  კლასის  მოსწავლეები. მსურველებს  გთხოვთ მოგვმართოთ  დირექციაში.
 პატივისცემით,  
 ბიოლოგიის  პედაგოგი -  ირმა  ხითარიშვილი.  
Картинки по запросу ბუნება

Картинки по запросу ბუნება 
წრის დასახელება  და  მოკლე დახასიათება
       წრის დასახელებად შევარჩიეთ ,,ჩვენი გარემო“, რადგან ის საკითხები რომლის განხილვასაც ვაპირებ ჩვენს ირგვლივ მიმდინარებს, ანუ ჩვენს გარემოში. 
 v  წრის მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიური მოვლენების და კანონზომიერებების   უკეთ     აღქმას    და   შეგნებულ ათვისებას.
v   მოსწავლე თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს ლოგიკურ მსჯელობას, კვლევის დაგეგმვას და განხორციელებას , მოკლე ჩანაწერების გაკეთებას
v  წრეში საქმიანობა მოსწავლეებისთვის არის  შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო. აქ შექმნილია  ისეთი  გარემო, სადაც  თავს კარგად იგრძნობენ და სწავლის მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.
v  წრე ხელს უწყობს, რომ წრის წევრებმა შეძლონ: საგნის   სიღრმისეული აღქმა.   ამისათვის  გამოიყენება წახალისების ეფექტური ფორმები, შესაბამის   დროს   და  შესაბამისი  ფორმით.
v  წრე  კონსტუქციულ უკუკავშირს რეგულარულად მიაწოდებს  წევრებს.  მოსწავლე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ  რა წარმატებას მიაღწია და როგორ შეიძლება  მიაღწიოს უკეთეს შედეგს.
v   წრე  მოსწავლეებს   საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

        წრის მიზანები 
  • მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საბუნებისმეტყველო  საგნის სწავლებაში
  • წრის  წევრებს   შეაყვაროს  ეს  საგანი. გაუჩნდე ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევისსიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ.
  • განუვითარდე ბუნებისმეტყველებისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიები უნარ-ჩვევები და შეძლონ   მათი  გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.
  •  აცნობიერონ    სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა.
  • ჩამოუყალიბდეთ    გარემომცველ   სამყაროზე   ზრუნვის   უნარ-ჩვევები.
  • გამოუმუშავდე  კრიტიკული   აზროვნების და კომუნიკაციის უნარი.
  • განუვითარდე თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლო საზოგადოებაში  თავისი ადგილის განსაზღვრა.
  • გამოუმუშავდეთ  საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაცვისთვის ზრუნვის უნარ-ჩვევები.
  •  წრის საქმიანობამ   დადებითად   იმოქმედოს   მათი  სწავლის პროცესზე და ცოდნის შედეგების გაუმჯობესებაზე. 
საწრეო მუშაობის  პროგრამა 

N
 თემები/                    საკითხები
ჩატარების დრო
აქტივობები
რესურსები
1
ჯგუფის წევრების შეხვედრა და სამოქმედო გეგმის განხილვა.
22.09.
2017წ.
წრის სამუშაო პროგრამის გაცნობა
წრის სამუშაო გეგმა
2
ჯანსაღი  ცხოვრების  წესი
29.09.
2017 წ.
მინი-ლექცია,
კითხვა-პასუხი,
3-2-1,
დისკუსია
კომპიუტერი.დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, კალამი.
3
სასწავლო  რესურსის  შექმნა: ,,ჯანსაღი  ცხოვრების  წესი“  და   ,,ჩვენი  ჯანმრთელობა  ჩვენს  ხელშია“.
6.10.
2017წ
ჯგუფური  სამუშაო
(პლაკატის  მომზადება)
ფლიფჩარტი, ფანქარი, საშლელი, ფლომასტერი, სურათები, წებო.
4
უჯრედის ქიმიური შედგენილობა.
13.10.
2017
ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების აღმოჩენა მარტივი ცდების საშუალებით.
ნიგოზი,
პიპეტი,კვერცხი,იოდი, ხორბლის ფქვილი.
5
მიკრობები  ჩვენს  ირგვლივ
20.10.
2017
მინი  ლექცია, კითხვა-პასუხი,
3-2-1
კომპიუტერი,დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, კალამი.
6
სასწავლო  რესურსის  შექმნა:  ,,მიკრობები  და  ჩვენ“
27.10.
2017
ჯგუფური  სამუშაო
(პლაკატის  მომზადება)
ფლიფჩარტი, ფანქარი, საშლელი, ფლომასტერი, სურათები, წებო.
7
ნივთიერებები  და  ნარევები
3.11.
2017
ინფორმაციის  მოძიება, პრეზენტაცია
კომპიუტერი,ინტერნეტი.
8
არაერთგვაროვანი ნარევის  დაყოფის  ხერხები
10.11.
2017
პრაქტიკული  სამუშაო,
„დაამყარე კავშირი- გაავლე პარალელი“

საცერი, ქვიშა,   ფქვილი, წყალი, რკინის  ნაქლიბი, გოგირდი, მაგნიტი, ფილტრის  ქაღალდი, ძაბრი, ჭიქა.
9
ერთგვაროვანი  ნარევის  დაყოფის  ხერხები
17.11.
2017
პრაქტიკული  სამუშაო
წყალი, მარილი, სპირტქურა, ფაიფურის  ჯამი, ჭიქა, წკირი.
10
გარემო  და  ჩვენ
24.11.
2017
მინი  ლექცია, კითხვა-პასუხი,
გონებრივი  იერიში
კომპიუტერი. დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, კალამი.
11
გარემოს დაბინძურება
1.12.
2017
ინფორმაციის მოპოვება,პრეზენტაცია
კომპიტერი, ინტერნეტი
12
დაცული ტერიტორიები
8.12.
2017
ინფორმაციის მოპოვება,პრეზენტაცია
კომპიტერი, ინტერნეტი
13
როგორ  დავიცვათ  გარემო
15.12.
2017
რეფერატების წარდგენა
სლაიდები, კომპიუტერი, ნახატი.
14
წრის მუშაობის  შემაჯამებელი  შეხვედრა
22.12.2017
გასასვლელი  ბილეთი, ,,მოლოდინის  ხე“
წებოვანი ფერადი  ფურცლები, ფლიფჩარტი, კალამი.

წრის  მუშაობის   ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. კვირაში 1 საათი.
პირველი  შეხვედრა: 2017  წლის   22 სექტემბერს  შევიკრიბეთ  წრეზე  დარეგისტრირებული  მოსწავლეები. გავაცანი  წრის  სამუშაო  გეგმა და განრიგი. მოკლედ ვისაუბრე  იმ საკითხებზე, რის  გაკეთებასაც  ვაპირებდი  პირველი  სემესტრის  განმავლბაში. ჩვენი  საწრეო  შეხვედრა  დაემთხვა  კლასის  კრებას, რამაც საშუალება  მომცა  გავსაუბრებოდი  მშობლებს. მათ გავაცანი  წრის  სამუშაო  პროგრამა და განრიგი.  მშობლებმა  შეავსეს  განაცხადის  ფორმა.

გადავიღეთ  ფოტოები.



მეორე  გაკვეთილზე (29.09.2017)   ვისაუბრე ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  შესახებ. მოსწავლეებმა  გამოთქვეს თავიანთი  შეხედულებები  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით. ყველა  მათი  მოსაზრება ჩამოვწერე  დაფაზე. შემდეგ მივაწოდე  მოძიებული  ინფორმაცია. მოცემული  თემის  ირგვლივ  გავმართეთ  მცირე  დისკუსია.



მესამე  გაკვეთილზე (6.10.2017)  მოსწავლეებმა წინასწარ მოძიებული  მასალებიდან  ამოჭრეს  სურათები და  გამოიყენეს პლაკატის  მოსამზადებლად. მე-5  კლასის  მოსწავლეებმა  მოამზადეს  პლაკატი  ,,ჯანსაღი  ცხოვრების  წესი".





ასევე მე-6 კლასის  მოსწავლეებმა  მოამზადეს  პლაკატი  ,,ჩვენი  ჯანმრთელობა  ჩვენს  ხელშია". 








მეოთხე  გაკვეთილი: (13.10.2017)  დღევანდელი  საწრეო  მუშაობა  დავუთმეთ  უჯრედის  ქიმიური  შედგენილობის  შესწავლას. ამისათვის  ჩავატარეთ  მარტივი  პრაქტიკული  სამუშაო. მოსწავლეებმა  სხვადასხვა  მცენარეში  აღმოაჩინეს  ცილა,  ცხიმი  და  ნახშირწყალი. მათ  დაადგინეს, რომ ნიგოზში  არის  დიდი  რაოდენობით  ცხიმი, ფქვილში  ნახშირწყალი, რომელიც  ოიდის  მოქმედებით  გალურჯდა,  ხოლო  კვერცხის  ცილაში  - ცილები. ვისაუბრეთ მათ შესახებ, კერძოდ  ისინი  მნიშვნელოვანი  საკვები  პროდუქტებია  და  აუცილებელია  ორგანიზმის  ნორმალური  ფუნქციონირებისათვის.





მეხუთე  გაკვეთილი: (20.10. 2017) ვისაუბრეთ  ჩვენს  გარშემო  არსებული მიკრობების შესახებ. ჩამოვწერეთ დაფაზე  ის  დადებითი და უარყოფითი  ნიშან-თვისებები, რაც მათთვის არის  დამახასიათებელი. ასევე განვიხილეთ ის პროფილაქტიკური  ღონისძიებები, რომელიც დაგვეხმარება  თავი  ავარიდოთ მათ მიერ გამოწვეულ  დაავადებებს. ინტერნეტში  მოვიძიეთ  მასალები, სურათები, ვუყურეთ  პატარა  ფილმს  ვირუსებზე  და  ბაქტერიებზე. 
 ერთმა მოსწავლემ,  ბაჩი  გოზალიშვილმა  სიურპრიზი  გაგვიკეთა, სახლში  დაამზადა  პლასტმასის  ბოთლის  და  საღებავების  საშუალებით   ყვავილის  მოდელი.  იგი პატარა  ხელოვანია, უსარგებლო ნივთებისგან  ქმნის  მშვენიერ  თვალსაჩინოებებს.


მეექვსე  გაკვეთილი:(27.10.2017) როგორც დაგეგმილი გვქონდა გავაკეთეთ  პლაკატი  ,,მიკრობები". მოსწავლეებმა  გამოჭრეს  ინტერნეტიდან  მოძიებული მასალიდან სურათები. დააწებეს ფლივჩარტზე  და  მიუწერეს  თითოეულ  სურათს  შესაბამისი  მოკლე  ტექსტი. ყველა  წევრი აქტიურად  ჩაერთო  საწრეო  მუშაობაში.


მეშვიდე  გაკვეთილი:  (3.11.2017)   დადგა  ნივთიერებათა  ნარევების  განხილვის  დროც. ვესაუბრე  რა  არის  ნივთიერება, როგორ  უნდა  დამზადდეს  ნარევები, როგორია  მათი  ნიშან - თვისებები. მოსწავლეები  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  ჩაერთვნენ  ჩემთან  საუბარში  და  მომაწოდეს  თავიანთი  შეხედულებები. მომავალი  შეხვედრისთვის  დავავალე   მოემზადებინათ  მასალა  არაერთგვაროვანი  ნარევის  დაყოფის  ხერხებზე.









მერვე  გაკვეთილი: (10.11.2017) მოსწავლეებმა  გააკეთეს  პრეზენტაციები არაერთგვაროვანი  ნარევის  დაყოფის  ხერხებზე. წინასწარ  მომზადებული  მასალების  გამოყენებით  შეასრულეს  ჯგუფებში  პრაქტიკული  სამუშაო. გაცრის  მეთოდით  გამოვაცალკევეთ  ქვიშა  და  ფქვილი, გაფილტვრით  ფქვილი  და  წყალი, გამყოფი  ძაბრით  ზეთი  და  წყალი, მაგნიტით  გოგირდი  და  რკინა. მომავალი  შეხვედრისთვის  დავავალე   მოემზადებინათ  მასალა  ერთგვაროვანი  ნარევის  დაყოფის  ხერხებზე.







მეცხრე  გაკვეთილი: (17.11.2017) მოსწავლეებმა  გააკეთეს  პრეზენტაციები  ერთგვაროვანი  ნარევების  დაყოფის  ხერხებზე. წინასწარ  მომზადებული  მასალის  გამოყენებით  შეასრულეს  პრაქტიკული  სამუშაო. აორთქლების  შედეგად  გამოვაცალკევეთ  მარილი  და  წყალი, გამოხდით -  გამოვყეთ  სპირტი  და  წყალი.




მეათე  გაკვეთილი: ( 24.11.2017) ვისაუბრეთ  გარემოს  დაბინძურებაზე, მის გამომწვევ  მიზეზებზე, შედეგებზე. მოსწავლეებმა  გამოთქვეს  საინტერესო  შეხედულებები ამის  შესახებ. დაგეგმეს  გამოკითხვის  ჩატარება, ამისათვის  ინდივიდუალურად  შეადგინეს  კითხვები. ზოგიერთმა გადაწყვიტა  დაეწერა  პატარა  ჩანახატი, ზოგმა  კი -  პრობლემა  გადმოეცა  ნახატზე. სხვებმა დაიწყეს პრეზენტაციების მოამზადება. მე-6  კლასის  მოსწავლეებმა  გადაწყვიტეს მოემზადებინათ  მასალები საქართველოში  არსებული  დაცული  ტერიტორიების  შესახებ. დასკვნითი  ნაწილისთვის  გადავწყვიტეთ  ჩაგვეტარებინა  შემაჯამებელი  ღონისძიება. 



მეტერთმეტე  გაკვეთილი: (1.12.2017) მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  პრეზენტაციები  გარემოს  დაბინძურების  შესახებ  და  შექმნეს  სასწავლო  პლაკატი.






მეთორმეტე  გაკვეთილი: (8.12.2017)  მოსწავლეებმა  წარადგინეს  პრეზენტაციები  დაცული  ტერიტორიების  შესახებ  და  შექმნეს  სასწავლო  პლაკატი.



მეცამეტე  გაკვეთილი: (15.12.2017) მოსწავლეებმა  პოვერ- პოინტში  მოამზადეს  სლაიდები: როგორ  დავიცვათ  გარემო. არაჩვეულებრივად  გაართვეს  თავი. 





მეთოთხმეტე  გაკვეთილი: (22.12.2017) დღეს  შევაჯამეთ  ჩვენი  საწრეო  მუშაობა. მოსწავლეებმა შეავსეს  გასასვლელი  ბილეთები. მათ  უნდათ, რომ  მსგავსი  ღონისძიებები გაგრძელდეს  მომავალშიც. უყვართ  კლასგარეშე  სამუშაოები, ხალისით  ასრულებენ  ყველა  დავალებას. ბოლოს   წინასწარ  გამზადებულ  ნახატზე ,,მოლოდინის  ხე" , წებოვანი  ფურცლებით  მიაწერეს თავიანთი  შეხედულებები  და  მოლოდინი,თუ  რას  ელიან  მომავალში.





Комментариев нет:

Отправить комментарий